შეუძლებელია, რომ "ქართული ოცნების" პირობებში რაიმე წინსვლა იყოს მიღწეული - თაზო დათუნაშვილი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე

თაზო დათუნაშვილი

ოპოზიცია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ეხმაურება. პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ, არსებული ხელისუფლების პირობებში, წინსვლის მიღწევა შეუძლებელია.

"შეუძლებელია, რომ "ქართული ოცნების" პირობებში რაიმე წინსვლა იყოს მიღწეული. პირიქით, იმასთან შედარებით, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, საქართველო ბევრად უფრო უკან არის განვითარების თვალსაზრისით. პირველ რიგში, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ყველა სხვა კომპონენტის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპის კავშირში საქართველო გაწევრიანდეს," - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.