„შესაბამისი ღონისძიებაა ასე ნაცემი ადამიანი?“ - პარლამენტის ეზოში ანა ნაცვლიშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემ იკამათეს

პარლამენტი

საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ანა ნაცვლიშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემ იკამათეს.

გუშინ პარლამენთან განვიტარებულ მოვლენებზე ისმის ურთიერბრალდებები და მწვავე პოლიტიკური განცხადებები.

"თქვენ, როგორც ჩანს, არ გახსოვთ რას ნიშნავს აქციის დარბევა. აქციის დარბევაზე არის საუბარი 7 ნოემბერს, 26 მაისს და ეს არის აქციის დარბევა, რაც იყო სისასტიკე. თუ კი დაფიქსირდება კონკრეტული გადაცდომები, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი სამსახურები არსებობს, იქნება შესაბამისი რეაგირება განხორციელებული.

მინდა, რომ პოლიციას სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, რომ ამ ქვეყანაში ვინმემ შეძლოს პროვოკაციების მოწყობა. პოლიცია იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა. გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევძელით, რომ შენობა დაგვეტოვებინა. მე ისევ გავიმეორებ და აქვე დავასრულებ თქვენთან კომენტარს,“ - აცხადებს პარლამენტის წევრი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძეს მედიასთან საუბარი ანა ნაცვლიშვილმა შეაწყვეტინა და აქციაზე დაშავებული ადამიანების ფოტო აჩვენა:

"შესაბამისი ღონისძიებაა ასე ნაცემი ადამიანი? თქვენ აბარებთ ამ ქვეყანას რუსეთს. ასე რომ ხართ გამოცხადებული სამსახურში, დაარბიეს ადამიანები, სცემეს, 63 ადამიანი არის დაკავებული. მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის ახალგაზრდები, ბავშვები, ქალები, ყველამ ნახეთ სასტიკად იყვნენ დარბეული და სასტიკი ზომები იყო გამოყენებული,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.