1757585059
"შემზარავია ჩარლი კირკის მკვლელობა, რომელიც, ცალსახაა, უკავშირდება მის კონსერვატიულ შეხედულებებს, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკას და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას" - მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"შემზარავია ჩარლი კირკის მკვლელობა, რომელიც, ცალსახაა, უკავშირდება მის კონსერვატიულ შეხედულებებს, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკას და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩარლი კირკი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლი.
კიდევ უფრო შემზარავია ის ცინიკური შეფასებები, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრებს აქვთ ამ საშინელი ფაქტის მიმართ. ჩარლი კირკის მკვლელობის თანამონაწილეა ყველა ის ადამიანი, რომელიც ახალისებს ძალადობას, მიუღებელი აზრის დევნას და ცდილობს დანერგოს და გაავრცელოს თავსმოხვეული, მახინჯი იდეოლოგია.
გამძლეობას ვუსურვებ ჩარლი კირკის ოჯახს და ახლობლებს", - წერს საქართველოს პრეზიდენტი.