იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
 
                                                                როგორ უნდა ჩაერთოს კერძო სექტორი განათლების რეფორმის განხორციელებაში - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიზნესმენებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ჩართულობა შეიძლება მოიცავდეს როგორც ინფორმაციის მიწოდებას, ისე ქველმოქმედების გაწევას საჯარო უნივერსიტეტებში ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტის კუთხით.
"ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ხარისხის მართვაში. ჩვენ გვაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელიც შეგვიძლია მივაწოდოთ განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროს - რა გვჭირდება, როგორ გვჭირდება, რომელი უნივერსიტეტებიდან უფრო კარგი ხალხი მოგვყავს, რას ვიხდით, რა არის დასაქმებულების საშუალო ხელფასი და ა.შ. მეორეს მხრივ, ასევე შეგვიძლია ჩავერთოთ საჯარო უნივერსიტეტებში ქველმოქმედების გაწევის კუთხით, - ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტაში მივიღოთ მონაწილეობა. ამაზე ვისაუბრეთ ბევრი - პრემიერმა, განათლების მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა აგვიხსნეს რას აპირებენ, მოვისმინეთ და ძალიან საინტერესოა. მადლობა ღმერთს, რომ ამას ვაკეთებთ," - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.