შეერთებული შტატები და ცივილიზებული სამყარო მედგრად დგას ამ პოზიციაზე და არ აღიარებს გაყალბებული არჩევნების შედეგად ხელისუფლების უზურპატორებს - თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი

ჰელსინკის კომისია დღეს საქართველოს შესახებ მოსმენას გამართავს. ოფიციალურ რელიზში წერია, რომ მოსმენის სახელწოდებაა "პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“. ტექსტში ამტკიცებენ , რომ "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით. შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილს, თინათინ ხიდაშელს და მკვლევარ ლუკ კოფის მოუსმენენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ აშშ და ცივილური სამყარო მედგრად დგას იმ პოზიციაზე და არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.

"მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ჰელსინკის კომისიის მოსმენა და წინაპირობა მოსმენისა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება არ იცვლება. შეერთებული შტატები და ცივილიზებული სამყარო, მედგრად დგას ამ პოზიციაზე და არ აღიარებს გაყალბებული არჩევნების შედეგად ხელისუფლების უზურპატორებს“, - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.