შანხაის შემდეგ, მაღალი რანგის შეხვედრები პეკინში გრძელდება - საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ჩინელ კოლეგას შეხვდება

ბოჭორიშვილი

შანხაის შემდეგ, მაღალი რანგის შეხვედრები პეკინში გრძელდება. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინელ კოლეგას შეხვდება. საუბრის თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უფრო მეტად განმტკიცება იქნება.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები. სასიხარულოა, რომ ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შანხაის ექსპოზე საქართველო სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული, ამავე დროს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევი, რაც რა თქმა უნდა საუკეთესო შესაძლებლობაა, იმისათვის რომ პეკინში განხორციელდეს ვიზიტი და ჩვენ გვქონდეს ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრის შესაძლებლობა. განვიხილავთ რა თქმა უნდა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებს, სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებზე გვექნება საუბარი და რა თქმა უნდა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე და ჩინეთის როლზე ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.