„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ელჩის გამორჩეულად წარმატებული საქმიანობა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობები.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებს და წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებისთვის და წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.