დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს
1762274321
ყველა, ვინც ევროკავშირში აჩენს ხასიათს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვისა, ყველა ხდება ბრიუსელის თავდასხმის ობიექტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ჩვენ ვნახეთ ღია, უხეში ჩარევა ევროპელი დიპლომატების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის არჩევნებში, ჩარევა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. პირდაპირ, უხეშად ჩართული იყვნენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ევროპელი დიპლომატები, ბრიუსელის წარმომადგენლები, რომ ხელისუფლება შეეცვალათ, მაგრამ ქართველმა ხალხმა ისინი არჩევნებში დაამარცხა.
ყველა, ვინც ევროკავშირში აჩენს ხასიათს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვისა, ყველა ხდება ბრიუსელის თავდასხმის ობიექტი. ეს უკვე ემპირიულად დადასტურებული მოვლენაა, როდესაც ვხედავთ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ან პოლიტიკური ძალა სხვადასხვა ქვეყანაში, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიზდევენ ეროვნული ინტერესების დღის წესრიგს, პატრიოტული ევროპული ძალები ხდებიან სამიზნე ობიექტი თავდასხმისა ბრიუსელის ბიუროკრატისგან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.