ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, რუმან ქურთულმუშს შეხვდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და საქართველოს პარლამენტის თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ჭყონია არიან.
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ანკარაში 18 ივნისს დასრულდება.