8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა
1762533554
გამოაშკარავდა ერთი მთავარი დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელის კოორდინირებით ვრცელდებოდა პროაქტიული მედიის, პარტიებისა და „ენჯეოების“ მხრიდან, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ საქართველოს საგარეო სამინისტროსთვის მიწერილი წერილის შეფასებისას.
მისი თქმით, იყო ტყუილი, როდესაც ამბობდნენ, თითქოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რუსული კანონი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ამერიკული.
„ევროკავშირმა ამ ტყუილზე დაყრდნობით თქვა, რომ აჩერებდა. არა მხოლოდ კონტაქტები იყო შეწყვეტილი, არამედ პროექტები შეჩერდა, იმიტომ, რომ ინტეგრაციის პროცესისთვის იყო ეს პროექტები შექმნილი და ამიტომ შეწყვიტეს. მათ შორის, კონტაქტებიც ამისთვის არის. არსებობს საბჭო, რომელიც უნდა შეკრებილიყო - ხან იქ არ მიიწვიეს, ხან კომიტეტის წარმომადგენელი არ მიიწვიეს. ეს არის სწორედ ინტეგრაციის პროცესი, როდესაც არის დიალოგი - გააჩერეს დიალოგი და ინტეგრაციის პროცესი იმის გამო, რომ ჰერჩინსკის არ გაესაჯაროებინა, რას აფინანსებდნენ საქართველოში. აღმოვაჩინეთ შემდეგ, რომ თურმე ევროკავშირის დაფინანსებით ყიდულობდნენ აირწინაღებს, სხვა საშუალებებს, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის. აი, ეს რომ არ გვენახა და დაემალათ, ამის გამო გააკეთეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი შეფასებით, ბრიუსელის და მისი დაფინანსებული ადამიანების მთავარი ტყუილი მდგომარეობს იმაში, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს არაფერი შეჩერებულა.
„ირაკლი კობახიძემ თქვა შემდეგი, რომ ქართველი ხალხი არ გახდება მათხოვარი იმისა, რომ ოღონდ ის შეჩერებული პროცესი განაახლეთ და ყველაფერს ვიზამთ, ცალ ფეხზე დავდგებით, ესკალაციაზე წავალთ, გავაუქმებთ სასამართლოს, ვისაც გვეტყვით, დავიჭერთ და ვისაც გვეტყვით, გავათავისუფლებთ. მაგრამ მან ასევე თქვა, რომ ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ ამ პროცესს, ქვეყანას მოვამზადებთ იმისთვის, რომ როცა ბრიუსელში შეიცვლება ამინდი, მოვლენ პატრიოტები, მაშინ იყოს საქართველო მზად ყველაფრისთვის.
გამოაშკარავდა ერთი მთავარი დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელის კოორდინირებით ვრცელდებოდა პროაქტიული მედიის, პარტიებისა და „ენჯეოების“ მხრიდან, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. დადასტურდა, შავით თეთრზე წერია წერილში, ვინ შეაჩერა - რომ ივნისში, რამდენიმე თვით ადრე ეს შეაჩერა ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაემორჩილა ინსტრუქციას, არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ამერიკული სტანდარტისაა, იმის გამო, რომ დაემალათ თავისი ფინანსები. წარმოგიდგენიათ, ბრიუსელმა რა ჩაიდინა - საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა გააფუჭა იმის გამო, რომ დაემალა თავისი ფინანსები. სხვა საფუძველი ხომ არ ჰქონიათ.
ბატონ ჰერჩინსკის თავად აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ პოლიტიკური დაფინანსებები იყო, რაც მოდიოდა ევროპის დემოკრატიის ფონდიდან. როდესაც მას ვთხოვე, იქნებ, მაჩვენო რა დაფინანსებაა, უარი მითხრა. ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს უცხო ქვეყნის ელჩმა, რომელიც აქ ფულს ხარჯავს, უარი უთხრა და ეს ხალხი ჩვენ რამე პრეტენზიას გვიყენებს?“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა, თავდაყირა აყენებს მთელ იმ ისტერიულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც ევროკავშირი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე. ევროკავშირის ელჩი ხაზგასმით, კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად.