„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს, ჩნდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პერსპექტივები.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თამჯდომარე სარგის ხანდანიანმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომის ფორმატი, რომელიც კარგი შესაძლებლობაა ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული დინამიკის განსახილველად.
მან ისაუბრა სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც, მისი თქმით, პირველ რიგში, რეგიონული თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაზეა ორიენტირებული.
მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და რეგიონული მშვიდობის პერსპექტივები. სარგის ხანდანიანმა მადლიერება გამოხატა რეგიონული მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით საქართველოს ძალისხმევის გამო. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანული საწვავის, საქართველოს გავლით, სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება.
შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა სომხეთსა და თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები და მათი შესაძლო შედეგები.
მხარეებმა, აგრეთვე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები და დაგეგმილი რეფორმები.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სომხეთთან მეგობრობის ჯგუფისხელმძღვანელმა გიორგი ვოლსკიმ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.