„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
ეს ისტორიული რეფორმაა, რომელიც საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმას თვისობრივად გააუმჯობესებს. საქართველო იმ იშვიათ ქვეყნებს შორის იქნება, სადაც განათლების სისტემა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული და მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო პასუხისმგებლობას იღებს, რომ საკუთარ მოქალაქეებს უფასო განათლება მისცეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბავშვო ბაღები ფასიანი გახადა, სკოლები უფასო იყო, უნივერსიტეტებში ვაუჩერული დაფინანსების სისტემა. „ქართულმა ოცნებამ“ საბავშვო ბაღები უფასო გახადა, სკოლები უფასო იყო, ახლა უმაღლესი განათლებაც სრულად უფასო ხდება. ასეთი ქვეყნები იშვიათია. გერმანიაშია განათლების მიღება უფასო მოქალაქეებისთვის. საქართველო პასუხისმგებლობას იღებს, რომ საკუთარ მოქალაქეებს უფასო განათლება მისცეს. მეორე განათლების ხარისხს ეხება. პროფესიები გაფანტული არ უნდა იყოს. დღეს სამედიცინო უნივერსიტეტი გვაქვს, ძლიერი სამედიცინო ბაზით, ამავე დროს, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის. იურიდიული ფაკულტეტი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ არის სხვაგანაც. ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ კნინდება პროფესიები, რომლებიც სინამდვილეში გვჭირდება. იმდენ ექიმს, იმდენ იურისტს და ეკონომისტს ვუშვებთ, რაც სინამდვილეში, ბაზარს არ სჭირდება. მთავრობა ბიზნესთან ერთად სწავლობს, ბაზარზე რომელი პროფესიების მოთხოვნაა. ჩვენივე ხელით აპრიორი უმუშევარი უმაღლესდამთავრებულები არ უნდა შევქმნათ, როცა ერთ განათლებას მიიღებს ისე, რომ ბაზარზე ამის მოთხოვნა არ არის. ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ პროფესიებია, სადაც დიდი მოთხოვნაა – ინჟინრები, გეოლოგია, გეოდეზია. მიმართულებებია, სადაც პროფესიონალების ძველი თაობაა და ახალგაზრდებმა არ იციან, არადა, მოთხოვნაა და მაღალი ანაზღაურებაც არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.