შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე

პაპუაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციების კომენტარებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

„ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე“, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.