გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
უფლის კვართი იქცა ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ და იმ მომენტიდან უხილავად ფარავს ჩვენს ერს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიისას განაცხადა.
პაპუაშვილმა შეკრებილებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 2 000 წლის წინ ამ ადგილას დაიკრძალა უფლის კვართი, რომელიც იმ მომენტიდან იქცა ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ და უხილავად ფარავს ჩვენს ერს, არის ჩვენი ერის უხილავი სამოსი. ეს შეგვახსენებს, რა მისია აკისრია ჩვენს ერს. ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა, ჩვენ ვართ უფლის კვართის მცველი ერი. ეს არის ის მისია, რომელიც უფლისგან დაეკისრა ჩვენს ერს. ეს არის ის მისია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს, ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენი ვალია, ეს მისია შევასრულოთ და გადავცეთ მომავალ თაობას. დღეს ასევე არის წმინდა მეფე-დედოფლის, მირიანისა და ნანას ხსენების დღე, რომელთა მეფობის დროსაც მოექცა ქართლი. როგორც ითქვა, მომავალ წელს გვაქვს უდიდესი დღესასწაული, როდესაც მთლიანად ერმა ჩვენთვის და ქრისტიანული სამყაროსთვის უნდა ვიზეიმოთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წელი. ეს იქნება წელი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვანახებს, თუ რას ნიშნავს ერისა და ბერის ერთობა, რას ნიშნავს ჩვენი მთავარი გზის შესრულება. ვიზეიმებთ ჩვენს მამულთან და ენასთან შესისხლხორცებულ სარწმუნოებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს. უფალმა გაამთლიანოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.