ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
არის ზოგიერთი დიპლომატი საქართველოში - ელჩი თუ სხვა თანამშრომელი საელჩოსი, რომელიც ჩვეულებრივ რიგით, ქართველ პოლიტიკოსადაა ქცეული და ამ შემთხვევაში პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს, თუ ქცევის წესსა და სტანდარტებს და რა თქმა უნდა, თუ ამაზე მიდიან და ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, მაშინ მით უმეტეს, აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილი ჩართულია ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ვენის კონვენციის დარღვევით.
„ყველას შევახსენებ კიდევ ერთხელ, როგორც ჩანს, კიდევ შეხსენებაა საჭირო, რომ ვენის კონვენციის 41-ე მუხლი, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, მოიცავს ორ საკითხს, რომელიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული. პირველი, ეს გახლავთ აკრედიტებულ ქვეყანაში დიპლომატის იმუნიტეტი და პრივილეგიები. იცით, მათ აქვთ სამართლებრივი იმუნიტეტი, საგადასახადო პრივილეგიები და სხვა საკითხები, ანუ განსაკუთრებული სტატუსი აქვს ყველა ელჩს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, იმავე მუხლში წერია, რომ აღნიშნულის საპირწონედ ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებს ეკრძალებათ, ქვეყნის საშინაო საკითხებში ჩარევა.
„ეს არის დიპლომატიური ეტიკეტის „ანი“ და „ჰოე“. დღეს ვხედავთ, ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ჩვეულებრივ კონფლიქტშია ქართველი ხალხის მიერ რჩეულ ხელისუფლებასთან. ზოგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ მათ პერსონალურ ზიზღშიც კი აქვთ გადაზრდილი, მათ კომენტარებს რომ ვისმენთ, ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, დიპლომატის ამოცანაა, ქვეყნის ხელისუფლებებს შორის იყოს კომუნიკაციის ხიდი და „ხელისუფლებასთან მიესვლებოდეს“.
„როდესაც დიპლომატი დაკავებულია თავდასხმებით ხელისუფლების მიმართ, როდესაც დიპლომატი დაკავებულია თავდასხმებით ადგილსამყოფელ ქვეყანაში ხალხის მიმართ, როდესაც დიპლომატს აქვს შექმნილი თავისი ვიწრო წრე, რომელსაც ის ფულს უხდის, ის მიაჩნია ხალხად და სხვას ხალხად არ მიიჩნევს, რა თქმა უნდა, ის დიპლომატიური პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან გადის და ჩვეულებრივი პოლიტიკოსი ხდება.
შესაბამისად, არის მეორე კატეგორია და ეს კატეგორია არის ზოგიერთი დიპლომატი საქართველოში - ელჩი თუ სხვა თანამშრომელი საელჩოსი, რომელიც ჩვეულებრივ რიგით, ქართველ პოლიტიკოსადაა ქცეული და ამ შემთხვევაში პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს, თუ ქცევის წესსა და სტანდარტებს და რა თქმა უნდა, თუ ამაზე მიდიან და ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, მაშინ მით უმეტეს, აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს, რომელიც სხვათა შორის, მათივე დაფინანსებით არის დაფინანსებული.
ასე, რომ თუკი ვინმეს უნდა, რომ იყოს პოლიტიკური დებატების მიღმა, ვგულისხმობ, დიპლომატებს, მაშინ ვენის კომისია აძლევს სწორედ ამის ჩარჩოს, სადაც წერია, რომ ისინი არიან განყენებულნი და პრივილეგიებით მოსარგებლე პირები იმ პირობით, რომ ისინი არ ერევიან საშინაო საქმეებში. არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში და კაცის შვილს არ ახსოვს, იმდენი ელჩია საქართველოში, რომელზედაც ან კრიტიკული განცხადებები ყოფილიყოს და ან მოქალაქეებს ჰქონდეთ კრიტიკა ელჩების მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერი სხვა ელჩი დაასახელეთ და არც კი იციან, რომელი ელჩია. მაგრამ, ის ელჩები, რომლებიც დაკავებული არიან ქართველ ხალხზე თავდასხმით, მაშინ უნდა აიტანონ კრიტიკა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.