დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს
1762274321
იმის ფონზე, რომ ქართველ ხალხში არის მოლოდინი 4 ოქტომბრის აქციებთან დაკავშირებით ბრიუსელის პოზიციის გაგებისა, მეც გამიზნულად ვახსენებდი, რომ ეს არ ყოფილიყო საინფორმაციო ველში ჩაკარგული საკითხი, ბრიუსელის მხრიდან დუმილი აჩვენებს მხოლოდ თანამონაწილეობას, წახალისებას, ხელისუფლების ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმისა და ძალადობის მოწონებასა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრამდე ვნახეთ, რომ ხელისუფლების დამხობის წინასწარ გაცხადებული მიზნით დაანონსებულ შეკრებას მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრესსპიკერმა, რომელმაც დღემდე არ გააკეთა განცხადება, თუ რასთან გვქონდა საქმე.
„დღემდე არ მოგვისმენია დაგმობა არც ბრიუსელის რომელიმე ჩინოვნიკისგან, არც ევროკავშირის ელჩისგან, რომელიც ეხება 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმს. ვხედავთ ბავშვურ მცდელობებს გაექცნენ კითხვას პრეზიდენტის სასახლის შტურმის დაგმობასთან დაკავშირებით, რომელსაც პასუხობენ ზოგადი ფრაზებით.
4 ოქტომბერს იქ იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე, ის იყო ხელისუფლების დასამხობად შეკრებილი ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ხელისუფლების დამხობა. რომ არა ჩვენი პოლიციელები და უსაფრთხოების წარმომადგენლები, ღმერთმა უწყის რა იქნებოდა დღეს საქართველოში“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს დუმილი ყველაზე ხმამაღალი განაცხადია, რომ ბრიუსელი გვერდში უდგას მათ, ვინც ძალადობით ცდილობს ხელისუფლების შეცვლას.