„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს გეორგ გეორგიევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და მათი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის როლს არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოსა და საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მაკა ბოჭორიშვილმა გეორგ გეორგიევს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ადგილზე სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობას.