„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
"კითხვებზე, რომელიც დასვეს თებერვალში მოსამართლეებმა, საქართველოს პროკურატურამ, შიდა დონეზე ძალიან ინტენსიური საგამოძიებო საქმიანობები ჩაატარა და, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნოემბერში უკვე გამოიკვეთა გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა" - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს.
20 ივნისის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სტრასბურგში საქმეს დიდი პალატა განიხილავდა.
"რაც შეეხება 20 ივნისის დროს გამოყენებულ ძალას და მის პროპორციულობას, თებერვალში გამართულ სხდომაზე სწორედ ეს იყო მთავარი საკითხი, რაზეც ყველაზე მეტი შეკითხვა ჰქონდათ მოსამართლეს და საქართველომ, როგორც პასუხისმგებლიანმა წევრმა სახელმწიფომ სხდომის შემდეგ განსაკუთრებით ინტენსივობით წარმართა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო მოქმედებები და როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ ნაწილში, კერძოდ სასამართლოს კითხვები შეეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან, რამდენად სწორად წარიმართა ეს ოპერაცია, რამდენად სწორად იქნა ძალა გამოყენებული, ხომ არ შეიძლებოდა ამ მიყენებული ზიანის შემცირება ან საერთოდ თავიდან არიდება. ამ კითხვებზე, რომელიც დასვეს თებერვალში მოსამართლეებმა, საქართველოს პროკურატურამ, შიდა დონეზე ძალიან ინტენსიური საგამოძიებო საქმიანობები ჩაატარა და როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნოემბერში უკვე გამოიკვეთა გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, დიდი პალატა ამ საკითხზეც გააკეთებს შეფასებას და ფაქტობრივად, ჩვენ გვექნება უკვე ევროპული სასამართლოს ავტორიტეტული შეფასება უშუალოდ ამ ეპიზოდზე," - აცხადებს ბექა ძამაშვილი.
იუსტიციის სამინისტროს აქვს მოლოდინი, რომ მათ არგუმენტებს სასამართლო დაადასტურებს. ასევე გაირკვევა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, პასუხისმგებლობა და დადგინება, რამდენად შესაძლებელი იყო ზიანის შემცირება. საქმის დიდი პალატისთვის გადაცემამდე, ევროსასამართლომ 20 ივნისის მოვლენებზე არ დაადგინა კონვენციის იმ მუხლების დარღვევა, რომელიც წამების აკრძალვას, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას ეხება და ხელახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოითხოვა. 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას ბრალი უკვე წარედგინა.