საქართველოს განათლების მინისტრი თელავის უნივერსიტეტს ესტუმრა

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების მინისტრი თელავის უნივერსიტეტს ესტუმრა. გივი მიქანაძემ ახლად რეაბილიტირებული მეორე კორპუსი დაათვალიერა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

მოინახულა უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორიები, ღვინის მარანი და სპორტული დარბაზი, რომლის სრული რეაბილიტაციისთვისაც სამინისტრომ 495 ათასი ლარი გამოყო.