საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე, ელენე ხოშტარია დააკავეს

ელენე

 სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია დააკავეს. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინ დაიწყო. უწყებამ განმარტა, რომ საფუძველი გახდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართვა.

გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.