სალომე ზურაბიშვილთან მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა. გაირკვა, რომ მათ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, ტექნიკური პაუზა სჭირდებათ

გახარია-ხაზარაძე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეცვლის თუ არა პოლიტიკურ მტრობას პოლიტიკური ერთობა? სალომე ზურაბიშვილი გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ცდილობს.

დახურული შეხვედრა და ვახშამი ათონელზე გაიმართა. ხაზარაძე-გახარიამ ორბელიანების სასახლე ცოტა ხნის წინ დატოვეს და გაირკვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, ტექნიკური პაუზა სჭირდებათ.

მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა მათი პარტიების გაერთიანების თემაზე დღეს გაიმართა.