საერთაშორისო დამკვირვებელი ნორბერტ რევაი-ბერე: საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო აქტივობა, ამომრჩევლებმა გამოხატეს სურვილი, რომ ყოფილიყვნენ ჩართულები საარჩევნო პროცესში და სწორედ ეს უზრუნველყოფს მათი ქვეყნის მომავალს

ნორბერტ რევაი-ბერე

საერთაშორისო დამკვირვებელმა, უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა ნორბერტ რევაი-ბერემ საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ ამომრჩევლის აქტივობა მაღალი იყო.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვაკვირდებით ამ არჩევნებს, არამედ ვიზიარებთ და ვსწავლობთ ერთმანეთის გამოცდილებას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო ამ არჩევნებზე დაკვირვება. ვიხილეთ, რომ საარჩევნო პროცედურა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონია იმისა თუ როგორ უნდა მუშაობდეს დემოკრატიული ჩარჩო. ჩვენ დავინახეთ, რომ ქართველი ხალხი იჩენს ვალდებულებას დემოკრატიული პრინციპებისადმი. საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო აქტივობა და მათ გამოხატეს [სურვილი], რომ ყოფილიყვნენ ჩართულები საარჩევნო პროცესში და სწორედ ეს უზრუნველყოფს მათი ქვეყნის მომავალს. იმედი გვაქვს, რომ არჩევნების შედეგები განსაზღვრავს ახლა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მათ პოლიტიკურ ნებას“, - განაცხადა რევაი-ბერემ.