სააკაშვილს ხშირად სჩვევია მაოხრებელი გზირობა, ამიტომ ჯობს თავის თავს მიხედოს - ბერდია სიჭინავა

ბერდია სიჭინავა

სააკაშვილს ხშირად სჩვევია მაოხრებელი გზირობა, ამიტომ ჯობს თავის თავს მიხედოს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

„არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდება. ზუსტად ისეთივე მშვიდობიანი მეთოდებით გავუშვებთ ხელისუფლებიდან „ოცნებას“, როგორც ეს ქართველმა ხალხმა 2012 წელს გააკეთა“, - აღნიშნა სიჭინავამ.

მიხეილ სააკაშვილი გადატრიალების გეგმაზე საუბრობს, რომელიც ოქტომბრამდე სისრულეში უნდა მოვიდეს, რადგან არჩევნები უკვე დროებითმა მთავრობამ ჩაატაროს. მსჯავრდებულ პრეზიდენტს მაგალითად აჯანყებული მაიდანი და ქვეყნიდან გაქცეული იანუკოვიჩი მოჰყავს.