ავარია სანაპიროზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747653558
26 მაისის 14 წლის წინანდელი მოვლენები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები - ამ თემაზე გაკეთდება მთავარი აქცენტი დროებით საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში იწყება.
საკითხზე სასაუბროდ, პარლამენტში ნონა გაფრინდაშვილს, დავით ლორთქიფანიძესა და ლუკა კურტანიძეს ელიან. დაგეგმილია ასევე, ინტერნეტის საშუალებით, გიორგი ბურჯანაძის ჩართვა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 26 მაისი არის "ნაციონალური მოძრაობის" სახე.
"დღეს გვექნება 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულ ადამიანებთან გასაუბრება. კომისიას ახსნა-განმარტებებს მისცემენ საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც მაშინდელმა რეჟიმმა აჩვენა კიდევ ერთი სახე.
26 მაისი არის კლასიკური სახე "ნაცმოძრაობის", თუ როგორ შემოდეს ზოგიერთი გარდაცვლილი ადამიანი მაღაზიის სახურავზე, მათ შორის სასტიკად გაუსწორდნენ ადამიანებს, არ მისცეს საშუალება, რომ გასულიყვნენ რუსთაველის გამზირიდან და რამდენიმე საათში, სააკაშვილმა მიიღო 26 მაისის აღლუმი და ღირსების ორდენით დააჯილდოვა ის ადამიანები, ამ სისხლის ფონზე, რომლებიც დღეს ვითომ, აპროტესტებენ რაიმე ტიპის პროცესებს აქციებთან დაკავშირებით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.