რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი გადაიკეტა - საერთო სახალხო შეკრებას ახალი კოლონები შეუერთდნენ

ოცნების აქცია

თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარტია "ქართული ოცნების" მიერ დაორგანიზებულ საერთო სახალხო შეკრებას ახალი კოლონები შემოუერთდნენ როგორც რეგიონებიდან, ასევე - დედაქალაქის სხვადასხვა რაიონიდან.

შეკრების მონაწილეთა სლოგანებია "ენა, მამული, სარწმუნოება" და "ღირსებით ევროპისკენ". შეკრებაზე მისული "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ.