რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ, „ქართულ ოცნებას“ რუსეთის საქციელი არასდროს გაუმართლებია - პრეზიდენტი

ყაველაშვილი

შინდისის გმირებმა გვაჩვენეს, რომ საქართველო უკვდავია. რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების საქციელს, „ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ საერთაშორისო ასპარაზზე რუსეთი ყველა სადაო საკითხში დაამარცხა.

„ჩვენ დავამარცხეთ ისინი ყველა სადაო საკითხში. რუსეთი რომ ოკუპანტია, რუსეთმა რომ ჩაიდინა დანაშაული და გენოციდი მოუწყო საქართველოს, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ. შეიძლება, ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება, გამიზნულად ჩვენ ვერ დავიცავით, ჩვენ ვერ უზრუნველვყავით რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც შეეფერება საქართველოს ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჩვენს წინამორბედებზე, მაშინდელ ხელისუფლებაზე, რომ გაურკვეველი კითხვები დატოვეს, თუ რატომ მოიქცნენ ასე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გავასწრებ მოვლენებს, რადგან ვარ საქართველოს პრეზიდენტი, დაველოდოთ საბოლოო გამოძიებას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.