„როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე მისი შესრულება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ მცირე ცდუნებებიც არ დარჩეს კორუფციისთვის“ - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

"როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე მისი შესრულება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ არანაირი მცირე ცდუნებებიც არ დარჩეს კორუფციისთვის. ამ მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან აქტიური იყო და, რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელიც ამას გააგრძელებს," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ამასთან, მამუკა მდინარაძემ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს სამართალდამცავი უწყებების რგოლი, რომელიც ქვეყანას შიდა და გარე საფრთხეებისგან იცავს.

"შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს უდიდესი მნიშვნელობა არა მხოლოდ უსაფრთხოების ვიწრო გაგებით, არამედ, მათ შორის, კორუფციული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ საქართველო, რომელიც დღეს არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა დაბალი კორუფციის მაჩვენებლებით - იცით, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას და ნატოს 9 წევრ ქვეყანას ვუსწრებთ ამ მხრივ და ვართ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, - ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა, ვიყოთ საუკეთესო სამეულში კორუფციის სიმცირით. ამიტომ, ამ მხრივ, ბევრი საკითხია როგორც რეგულაციების, ისე მათი შესრულების მხრივ. როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე მისი შესრულება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ არანაირი მცირე ცდუნებებიც არ დარჩეს კორუფციისთვის. ამ მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან აქტიური იყო და, რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელიც ამას გააგრძელებს.

გარდა ამისა, ვაკვირდებით რა ხდება ჩვენს გარშემო. ის, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა კარგადაა აწყობილი, დამტკიცდა პრაქტიკაში იმით, რომ უსაფრთხოების არცერთი რისკი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, არ რეალიზირდა. ჩვენს გარშემო არსებული კონფლიქტების ფონზე, საქართველოში რამე ასეთი სერიოზული რისკი არ განხორციელებულა. მათ შორის, ტერორიზმის არარსებობის მხრივ, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე და აშშ-ის ანგარიშებში ხშირად ესეც არის აღნიშნული.

ამიტომ, ვფიქრობ, მამუკა მდინარაძეს ამ მხრივ ექნება კარგი შესაძლებლობა, რომ ის რგოლი სამართალდამცავი უწყებებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გარე და შიდა საფრთხეებისგან იცავს და ფარადაა აღმართული, [კიდევ უფრო] გააძლიეროს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.   დღის ამბები 01.09.2025 22:44"იმ ფონზე, რა დარტყმებსაც საქართველო იღებს, მათ შორის, ბრიუსელიდან და მიუხედავად მუდმივი იწილო-ბიწილოსი, დღეს საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, უსწრებს ყველას, მთელ ევროპასა და აზიაში" - შალვა პაპუაშვილი   01.09.2025 22:28"როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე მისი შესრულება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ მცირე ცდუნებებიც არ დარჩეს კორუფციისთვის" - შალვა პაპუაშვილი   01.09.2025 22:24პაპუაშვილი სუს-ის ხელმძღვანელად მდინარაძის დანიშვნაზე: მტერმაც და მოყვარემაც იცის, თუ რა ფასი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს პარლამენტში, თუმცა, ქვეყნისა და რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების გამო, საჭირო იყო ადამიანი, რომელიც შეძლებდა ამ ტვირთის აწევას   01.09.2025 21:52"ლოგიკები ხელოვნურ ინტელექტში“ - საერთაშორისო ფორუმი საქართველოში პირველად იმართება 01.09.2025 21:50კახა კალაძე: ბოლო იარაღი, რომლითაც ქართველ ხალხს ემუქრებიან, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქაც დამარცხდებიან მეტი