ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
მმართველი გუნდი უცხოეთიდან დაფინანსებულ ზიზღის კამპანიაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას უცხოელ დონორებსა და ელჩებს აკისრებს. აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებაში, საუბარი ევროკავშირის ბრალეულობაზე, არასწორია.
"ისინი თავად აღარ უტოვებენ საქართველოს მოქალაქეებს სხვა გზას. კი ბატონო, მესმის არავისთვის არ არის სასიამოვნო გინებისა და სიძულვილის ენის მოსმენა, მაგრამ თავად სხვა გზას უტოვებენ ჩვენს მოქალაქეებს?! რა შუაშია აქ ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი?! - ეს არის კიდევ ერთი გაგრძელება ამათი პროპაგანდის. როგორ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ იმაზე, რომ თურმე ამ ქვეყანაში სიძულვილის ენის არსებობაზე პასუხისმგებელი არის ევროკავშირი," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ოპოზიციის თქმით, სიძულვილის ენის გაღვივებაში პასუხისმგებელი მმართველი გუნდია.
"ამ სიძულვილის ენაზე, თუ ვინმე არის პასუხისმგებელი, პირველ რიგში, არის "ქართული ოცნება" და ხელისუფლება. ეს უფლება დაცულია კანონით. გამოხატვის თავისუფლების უფლება შეგიძლიათ ნახოთ, წაიკითხოთ და მიხვდებით, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არის ის, რომ ადამიანს უჩივლო იმის გამო, რომ მან ვიღაცას დაუძახა მონა," - აღნიშნა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ძალადობრივი პროცესების წახალისება და დაფინანსებაც, სწორედ უცხოელ დონორებსა და ელჩების მიერ ხდება. მაგალითად, შალვა პაპუაშვილმა ჰერჩინსკისთვის გაგზავნილი ორი წერილი მოიყვანა, რომელშიც ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სუბიექტების ძალადობაში მონაწილეობაზე საუბრობს და დიპლომატისგან ამის დაგმობას ითხოვს. მისივე თქმით, ექსტრემიზმის წახალისებაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სწორედ უცხოელ დონორებს ეკისრებათ. "ქართულმა ოცნებამ" კონკრეტულ საქმეებზე საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე შეიტანა. განხილვები სასამართლოში უახლოეს დღეებში დაიწყება.