რობინ დანიგანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა

დანიგანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.

„ელჩი დანიგანი შეხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“. განიხილეს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და „გამჭვირვალობა საქართველოს“ საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. მოვუწოდებთ, სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.