რატი იონათამიშვილი USAID-ის დახურვაზე: ის ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობდნენ USAID-ის დაფინანსებით არიან საკმაოდ შეშფოთებულები, ვინაიდან მათ რესურსი დესტრუქციისთვის გამოეცალათ

რატი იონათამიშვილი

ის ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობდნენ USAID-ის დაფინანსებით არიან საკმაოდ შეშფოთებულები, ვინაიდან მათ რესურსი დესტრუქციისთვის გამოეცალათ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა USAID- ის დახურვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, USAID-ის დახურვით ერთი ეტაპი დასრულებულია და ახლა შემდეგი ეტაპი დიპლომატიის დაბრუნებაა.

„ის ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობდნენ USAID-ის დაფინანსებით და ეს ფაქტი არის, რომ არა დემოკრატიას, არამედ დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი საქმიანობისკენ იყო მიმართული არიან საკმაოდ შეშფოთებულები, ვინაიდან მათ რესურსი დესტრუქციისთვის გამოეცალათ. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანია ეტაპი არის და შემდეგი ეტაპი რა თქმა უნდა დიპლომატიისკენ დაბრუნება უნდა იყოს, რომელიც ჯანსაღი ურთიერთობების და კეთილსინდისიერების პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. რომელიც გამყარებული იქნება ურთიერთპატივისცემით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.