რატი იონათამიშვილი: ნიკა მელია გამორჩეულია როგორც კრიმინალური ისტორიებით, ასევე პროვოკაციების მცდელობებით. ის მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას განასახიერებს

რატი იონათამიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ნიკა მელიას წინააღმდეგ მორიგი გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა. დეპუტატმა განაცხადა, რომ პარია „ახლის“ ლიდერი მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას განასახიერებს.

„ნიკა მელია გამორჩეულია როგორც კრიმინალური ისტორიებით, ასევე პროვოკაციების მცდელობებით. ფაქტობრივად, კრიმინალური ბუნება და პროვოკატორობა მის სავიზიტო ბარათადაც იქცა. მაგრამ სინამდვილეში, ის მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას განასახიერებს და ეს არის მთელი მათი შინაარსი - დგას კრიმინალზე და პროვოკაციაზე“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას მიერ მოსამართლის მიმართ განხორციელებული უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწო.