რატი იონათამიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ვხედავთ ერთის მხრივ ორმაგ სტანდარტს და მეორეს მხრივ, თვითონ ეს ევრობიუროკრატები როგორ უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან იგივე ევროკომისიის ინდექსებსა და ანგარიშებს

რატი იონათამიშვილი

ვხედავთ ერთის მხრივ ორმაგ სტანდარტს და მეორეს მხრივ, თვითონ ეს ევრობიუროკრატები როგორ უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან იგივე ევროკომისიის ინდექსებსა და ანგარიშებსგანაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

„ვხედავთ ერთის მხრივ ორმაგ სტანდარტს და მეორეს მხრივ, თვითონ ეს ევრობიუროკრატები როგორ უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან იგივე ევროკომისიის ინდექსებსა და ანგარიშებს. უკვე აღარ გვიკვირს, რომ ეს პოლიტიკური კლასი დეკადანსს განიცდის, რაც განპირობებულია სუვერენიტეტის არარსებობით და იმით, რომ თვითონ არიან არა გადაწყვეტილების მიმღებნი, არამედ დავალებების შემსრულებლები“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, „ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის“ ინდექსი გამოაქვეყნა.

საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიცია დაიკავა. ლიდერობით და შორსმჭვრეტელობით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს : ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს, თურქეთს.