ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1752090073
საქართველო არის ლიდერი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე, მათ შორის ეკონომიკური განვითარებით, პოლიტიკის, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის ინდექსით თუ ასე შემდეგ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა. მისი თქმით, ამას ადასტურებს აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული და ობიექტური ორგანიზაციისა თუ კვლევითი ინსტიტუტის მონაცემები.
„ერთ მხარეს არის ობიექტური შეფასებები, ძალიან მკაცრი და კონკრეტული კრიტერიუმებით, რითაც საქართველო ხდება ლიდერი და მეორე მხარეს ვხედავთ ხოლმე ევრობიუროკრატების რეზოლუციას, რომელიც ღალატობს და ებრძვის არ მარტო საქართველოს, არამედ თვითონ ევროპულ ღირებულებებსაც“, - განაცხადა იონათამიშვილმა.