მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
1755759819
გახარიას გუნდში დაპირისპირებაა და წევრები პარტიის რიგებს ყოველდღიურად ტოვებენ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, პარტიიდან მიდის ზაზა თავაძე. არსებული ინფორმაციით, მიზეზი პროპორციული სიები და მერობის კანდიდატებია.
„ქრონიკა“ დაუკავშირდა ზაზა თავაძეს, რომელიც ფაქტს უარყოფს. ინფორმაციის თანახმად, პარტია დატოვა ნათია მეზვრიშვილმა. მას ტელეფონი რამდენიმე დღეა გათიშული აქვს. მიზეზი ანა ბუჩუკურთან დაპირისპირებაა.
მანამდე პარტიიდან წავიდნენ აქუბარდია და თევზაძე. ისინი არ ესწრებოდნენ მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძის წარდგენას, რომელიც გახარიას პარტიამ და „ლელომ“ ერთობლივად დაასახელეს.
მედიაში ინფორმაციების გავრცელებამ გახარიას პარტია ისტერიკაში ჩააგდო, შესაბამისად, მათ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ შეტევა დაიწყეს.