„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

 შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, სხდომაზე მომავალი კვირის დღის წესრიგი განიხილეს.

„დღეს შედგა უმრავლესობის სხდომა გაფართოებულ ფორმატში, მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ვისაუბრეთ მომავალი კვირის განრიგზე და დღის წესრიგზე, ასევე მიმდინარე საკითხებზე და კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ კვირას მესამე მსმენით განიხილება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.