„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა დაურ ისმაილოვმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

ნლ

 „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა დაურ ისმაილოვმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან გამართა შეხვედრა. მან ახალგაზრდებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ხალგაზრდებმა განათლების, დასაქმებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის შესახებ საკუთარი იდეები და ინიციატივები წამოაყენეს.

დაურ ისმაილოვის განცხადებით, ახალგაზრდების ჩართვას მუნიციპალიტეტის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება და ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ მიერ შეთავაზებული წინადადებები გაითვალისწინოს.