1757269592
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა კოღუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გლდანის კენტი მიკრორაიონებისა და ბერთუბანის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა კოღუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გლდანის კენტი მიკრორაიონებისა და ბერთუბანის მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო და მათ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„ჩვენ, ამომრჩეველს, ვთავაზობთ სიტყვას, რომელსაც გაკეთებული საქმე უმაგრებს ზურგს. წინა წლებში ჩვენი ნაბიჯებით მოქალაქეებს დავუდასტურეთ, რომ ეს ის გუნდია, რომელსაც შეუძლია მათი პრობლემების მოგვარება.
ცხადია, ჩვენს ქალაქსა და რაიონში არაერთი პრობლემაა, შეუძლებელია თანამედროვე, მზარდ ქალაქში, რომელმაც უახლეს ისტორიაში უამრავი და ფუნდამენტური ტრანსფორმაცია განიცადა, არ იყოს გამოწვევები. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუშაობის სწორ პრინციპს, რომელიც მოქალაქეებთან მუდმივ კომუნიკაციას, მათთან შეთანხმებით კი პრიორიტეტების განსაზღვრას გულისხმობს.
მიხარია, რომ ჩვენს რაიონში არსებულ რთულ საკითხებზე, სწორედ ჩვენივე პოლიტიკური გუნდის წევრებისა და მხარდამჭერებისგან ვიღებთ ინფორმაციას. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ,ქართული ოცნება" პოლიტიკურ ველზე უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა. ჩვენი ერთადერთი ოპონენტი არის მოქალაქეების პრობლემები, ამ ოპონენტს კი შემდეგ წლებში მარტივად, ისევ მოქალაქეებთან ერთად დავამარცხებთ“, - აღნიშნა ჯაბა კოღუამ.