1692302192
ქართული ჯარი ჩვენი განსაკუთრებული სიამაყეა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გაგრძელდეს ზრუნვა ჯარის განვითარებაზე და თითეული ჯარისკაცის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე - ირაკლი კობახიძე

სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე, მათ შორის, ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სამხედროების სოციალური მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„ამ მიმართულებითაც გაგრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება. ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მუშაობა მიმდინარეობს 133 ობიექტის განახლება/მშენებლობაზე, რაც თავდაცვითი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. 320 მლნ ლარის პროექტები ხორციელდება, ასევე -ჯარის ქალაქის მშენებლობა. ესეც არის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომელიც განკუთვნილია ჩვენი ჯარისკაცებისთვის. ქართული ჯარი არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაგრძელდეს ზრუნვა ჯარის განვითარებაზე და თითეული ჯარისკაცის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.