ქადაგიშვილი ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე გამოჩენაზე: არ თვლიან ამ ქვეყანას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, სრულყოფილ სახელმწიფოდ

ირაკლი ქადაგიშვილი

არ თვლიან ამ ქვეყანას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, სრულყოფილ სახელმწიფოდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამიტომ აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ გამოვიდნენ და აქ საქართველოს მოსახლეობას ჯერ ნოტაცია უკითხონ, უგინონ თავისი სარწმუნოება და ამას ბნელი მომავლის საწინდარი უწოდონ. კიდევ ერთხელ გავახსენებთ, რომ სარწმუნოების გარეშე ვნახეთ გერმანიაში ფაშიზმი და ჩვენს ქვეყანაში კომუნიზმი. ერთი რამ გავიგოთ, თუ საქართველოს პატივს არ სცემს თვითონ ქართველი, რა თქმა უნდა, არასდროს არ სცემს მას სხვა პატივს და ყოველთვის იქნება მისთვის საქართველო არა როგორც სუბიექტი ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობების, არამედ ობიექტი, რომ ყველამ თავისი ინტერესები გაატაროს, მათ შრის „ქართველის ხალხის სახელით““, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.