საფრანგეთის ეროვნული მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობაზე უარს აცხადებს
1766158068
პოლიტიკა
19 დეკემბერი 2025, 17:59/ სანდო წყარო
პრეზიდენტი: ევრობიუროკრატია ცდილობს განცხადებებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა და ირღვევა ვიღაცის უფლებები ამით კვებოს მილევადი რადიკალური ფრთა მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან
მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ევრობიუროკრატია ცდილობს განცხადებებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა და ირღვევა ვიღაცის უფლებები ამით კვებოს მილევადი რადიკალური ფრთა მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მიუხედავად ევრობიუროკრატების მცდელობისა რადიკალებს რესურსი აღარ დარჩათ.
„ამ გზავნილებს, რომელსაც ევრობიუროკრატია აცხადებს საქართველოს წინააღმდეგ თითქოს დემოკრატიული უკუსვლაა და ირღვევა ვიღაცის უფლებები და პოლიტიკურ პარტიებს ებრძვიან და ამით კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, რომელიც არ ვიცი, რით შეიძლება კვება, ერთი საშუალება იყო, რომ გადააწოდეს ასე ვთქვათ ფეხბურთელი, რომ ვარ გადაცემა, რომ იქნებ როგორმე ქნან. მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი შეუძლიათ და აღარაფერი აღარ შეუძლიათ. საცოდავ დღეში არიან. ერთადერთი აღვნიშნავ, რომ ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს. ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ გამოკეტილი, რომ ერთმა არ გაბედოს და არ გაიაზროს, რა შეცდომაში იყო შესული იმდენად ჰყავთ იზოლირებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.