„საცოლე ელოდებოდა, ორ თვეში უნდა ჩამოსულიყო...“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1763584063
ყველა სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი ცოდნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და შეიძლება, შენ გითხრან ევროპული ბიუროკრატიიდან, რომ ეს ყველაზე მცოდნე და კომპეტენტური ადამიანი კი არ უნდა წამოვიდეს, ვიღაც სხვა უნდა წამოვიდეს, იმიტომ, რომ ესტონეთმა, მარგუს ცაჰკნამ თუ ვიღაცამ დაუწესა სანქცია ამ შენს კონკრეტულ თანამდებობის პირს. რა თქმა უნდა, ასეთ შეურაცხმყოფელ მიდგომას ჩვენ ვერ გავყვებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, დელეგაციის დაკომპლექტება ხდება სწორედ ცალკეულ საკითხზე ყველაზე კომპეტენტური ადამიანებით.
„ჩვენ ვართ ღირსეული სახელმწიფო და სახელმწიფოს ღირსება ბოლომდე უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომას, სწორედ ისინი აჩვენებენ, რომ ღირსებაზე ბოლომდე ამბობენ უარს, როდესაც ბოლომდე გაურბიან ყველანაირ დისკუსიას, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. სათქმელი არ აქვთ უბრალოდ არაფერი, მათ შორის ადამიანის უფლებების თემაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.