„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას, იმიტომ რომ ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ რისკზე, ამაში გაჰყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და შემდეგ მიატოვეს შუა გზაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ლევან ხაბეიშვილის მიერ ოპოზიციის კრიტიკას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხაბეიშვილის ადგილას, თავადაც იქნებოდა ნაწყენი.
„ხაბეიშვილის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა, მადლობა ღმერთს, ასეთი ამხანაგები მე არ მყავს,“- განაცხადა პრემიერმა.