პრემიერ-მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა.

ელჩთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. განიხილეს საქართველო-უნგრეთის პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროებში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.

პრემიერმა უნგრეთის ელჩს უნგრეთის მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.