პირადად ვიზრუნებ, რომ არ დაიკარგოს არცერთი იდეა და პროექტი, რომელიც ზღვისუბნის მოსახლეობის უკეთეს მომავალს მოიაზრებს - ირაკლი ბენდელიანი

ბენდელიანი

ნაძალადევის რაიონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზღვისუბნის დასახლების მე-3 მრ, მე-2 კვ, N28 კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა.

„ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევასაც სამომავლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ. პირადად ვიზრუნებ, რომ არ დაიკარგოს არცერთი იდეა და პროექტი, რომელიც ზღვისუბნის მოსახლეობის უკეთეს მომავალს მოიაზრებს.

ჩემი მთავარი მიზანია, აქტიურად ჩავერთო მოქალაქეებისთვის კომფორტული და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში“, - დაწერა ბენდელიანმა Facebook-ზე.