ისრაელში პირველად ხელოვნური გული გადანერგეს - რა ვიდეოს აქვეყნებს ქართველი ექიმი ისრაელიდან
1750348152
გამოწვევა იგივეა, რაც ყველა დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს. ანუ, დაიცვათ თქვენი სუვერენიტეტი და გქონდეთ დემოკრატიული არჩევნები. თქვენმა ხალხმა თავისუფალი არჩევნების გზით გადაწყვიტა, თუ ვინ სურდა მთავრობაში. შესაბამისად, არ გაქვთ სურვილი უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“ აჰყვეთ, - განუცხადა ევროპარლამენტარმა პეტრ ბისტრონმა „ქრონიკას“.
მისივე თქმით, ევროკავშირს არ უნდა ჰქონდეს მიდგომა, რომ სხვა ქვეყნებს ასწავლიდეს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტიკას. მან მაგალითად რამდენიმე ჟურნალისტის დაკავების ფაქტები გაიხსენა.
„აშკარაა, რომ აქ საქმე არა სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ეხება, არამედ ეს არის მცდელობა, რომ დაამხონ საქართველოს დემოკრატიული და ლეგიტიმური მთავრობა.
ვხედავთ შემდეგს - დასავლური სახელმწიფოები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში საქართველოში. უწინ ეს ფინანსდებოდა USAID-ის მიერ, დონალდ ტრამპმა ეს დაფინანსება შეაჩერა, თუმცა ევროკავშირი კვლავ განაგრძობს დაფინანსებას. აფინანსებენ „ენჯეოებს“. ამ „ენჯეოების“ აქტივისტები კი თავს ესხმიან პოლიციას. ერთ-ერთი მათგანი ციხეში აღმოჩნდა, რადგან იგი თავს დაესხა პოლიციის ოფიცერს. აქ ევროპარლამენტში კი დადგეს შოუ ამ ადამიანის დასაცავად. ეს ყოველთვის ერთი და იმავე სახელმძღვანელოს მიხედვით ხდება არაერთ სახელმწიფოში, რომ ძირი გამოუთხარონ ლეგიტიმურ მთავრობებს და ამ შემთხვევაში ეს ხდება საქართველოში.
ცხადია, ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. მე ეს დებატებზეც აღვნიშნე, საფრანგეთის ყოფილმა მინისტრმა, ჩემმა კოლეგამ ტიერი მარიანიმაც იმავე მოსაზრება გამოთქვა. თქვენ ქვეყანაში გყავთ „ენჯეოები“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ავრცელებენ უცხო ქვეყნების ნარატივს. ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია. სწორედ ამიტომაცაა, რომ დონალდ ტრამპმა შეაჩერა USAID-ის მიერ „ენჯეოების“ დაფინანსება. წარსულში ასეთ „ენჯეოებზე“, რომლებიც რეჟიმის ცვლილებებს ამზადებდნენ არაერთ ქვეყანაში, მილიარდობით დოლარი იხარჯებოდა. უკვე რამდენიმე კვირაა ეს ფაქტი ყველამ იცის. ევროკავშირში ეს ჯერ კიდევ გრძელდება.
ევროკავშირი ცდილობს, ჩაანაცვლოს USAID და თავად დააფინანსოს ეს „ენჯეოები“. გლობალისტები ევროპარლამენტს იყენებენ როგორც თავიანთი პროპაგანდის სცენას.
გამოწვევა იგივეა, რაც ყველა დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს. ანუ, დაიცვათ თქვენი სუვერენიტეტი და გქონდეთ დემოკრატიული არჩევნები. თქვენმა ხალხმა გადაწყვიტა თავისუფალი არჩევნების გზით, თუ ვინ სურდათ მთავრობაში. შესაბამისად, არ გაქვთ სურვილი უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“ აჰყვეთ.
ევროკავშირს არ უნდა ჰქონდეს მიდგომა, რომ სხვა ქვეყნებს ასწავლიდეს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტიკას. გერმანიაში ჟურნალისტი დააკავეს. მთავარ რედაქტორს დევიდ ბენდელსს 7 თვე მიუსაჯეს და დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა გაზეთმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა „მიმი“, სადაც შსს-ს ყოფილ მინისტრს ხელში ეჭირა ქაღალდი წარწერით „მძულს გამოხატვის თავისუფლება“. ასე რომ გერმანიაში ასეთი ხუმრობა 7-თვიან პატიმრობას ითვალისწინებს. კიდევ გვყავს ერთი ჟურნალისტი, ცნობილი იუთუბერი, რომელმაც 9 თვე გაატარა ციხეში. ეს არის ორი უახლესი მაგალითი გერმანიიდან, თუმცა მრავალი სხვა შემთხვევა გვაქვს ევროკავშირის მასშტაბით და ბრიტანეთიდანაც. ანუ, აქაც გვაქვს პრობლემები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, ვინც ციხეში იყო, არის ტომი რობინსონი, რომელსაც ასევე რამდენიმეთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ მისი დოკუმენტური ფილმი არ ეჩვენებინა. ეს არის ფილმი სახელად „სიჩუმე“, რომელსაც რეკომენდაციას ვუწევ, მას მხარს უჭერდა ილონ მასკიც. ასე რომ ასეთია დღეს ვითარება აქ, ევროკავშირსა და ზოგადად ევროპაში“, - განაცხადა პეტრ ბისტრონმა.