პერფორმანსები არ ისჯება, ისჯება დანაშაული - სუს-ი ანა წითლიძეს განცხადებაზე

სუს

პერფორმანსები არ ისჯება, ისჯება დანაშაული, - ასე გამოეხმაურნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 400 ათას დოლარს სთავაზობს ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს.

„არა, არ დავაკავებთ. ბრალდებული ხაბეიშვილის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ახლა, ასეთი რამ ბევრმა შეიძლება გაიმეოროს. ჩვენ კი ზუსტად ვიცით, რომ პერფორმანსები არ ისჯება, ისჯება დანაშაული“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ 400 ათას დოლარს სთავაზობს ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს. ამ განცხადებით წითლიძე გამოეხმაურა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის საჯაროდ დაპირებისთვის დაკავებას.