პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად გოგა გულორდავას არჩევის შესახებ გადაწყვეტილება 77 ხმით, ერთხმად მიიღო.
გოგა გულორდავა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად 6 წლის ვადით აირჩიეს. პარლამენტის შესაბამისი დადგენილება 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი იყო გოგა გულორდავას, ვლადიმერ ტატიშვილისა და ილია მიქელაიშვილის კანდიდატურები.