პარლამენტის მიმდებარედ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი

აქცია 30 აპრილი

პარლამენტის შესასვლელებთან დაძაბულობაა - „ახალის“ თავმჯდომარეებმა, ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება მოახდინონ და არ მისცენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს თავისუფლად გამოსვლის შესაძლებლობა.

პოლიტიკოსები და აქტივისტები პარლამენტის ბლოკირებას აპირებენ, რაშიც მათ ხელს სპეცრაზმი და სამართალდამცველები უშლიან ხელს. დაპირისპირება გრძელდება, პოლიციას აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ჩაჰყავს.

ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც.