პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
პარლამენტი დღეს უმაღლესი განათლების შესახებ 5 კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის მიღების შემდეგ, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაფარავს.
ასევე, ინიციატივის მიხედვით, კანონებიდან სასწავლო გრანტის შესახებ ჩანაწერების ამოღება იგეგმება. გარდა ამისა, ყოველწლიურად, სახელმწიფოს მიერ განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა.
„დამთავრდება ეპოქა, რომელიც იყო დიპლომიანი დაუსაქმებლების. ასევე უფასო სწავლება არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო, ვინაიდან ყველას, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობის, გეოგრაფიული მდებარეობისა, ექნება შესაძლებლობა, განათლება მიიღოს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში“, - აცხადებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.