1692302192
პარლამენტი დღეს მიგრაციის კანონში შესატანი ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტს სესიაზე განიხილავს

პარლამენტი დღეს მიგრაციის კანონში შესატანი ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტს სესიაზე განიხილავს.
კანონპროექტის მიხედვით, რეგულაციები სამი სხვადასხვა მიმართულებით მკაცრდება, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების წესების, საინვესტიციო ფონდებსა და შრომით სფეროში უცხო პირთა დასაქმებაზე კონტროლის გამკაცრებას.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, ხელს შეუწყობს მიგრაციის სფეროში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებას.